ვულოცავ ნიკა გვარამიას დამსახურებულ ჯილდოს! ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც რადას ერთადერთი ჯილდო - მედალი უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის - მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახური" თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკას გვარამიას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც დამსახურებულია.
"ვულოცავ ნიკა გვარამიას დამსახურებულ ჯილდოს! ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც რადას ერთადერთი ჯილდო - მედალი უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის - მიიღო. ჩვენ ძალიან იშვიათად და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვანიჭებთ ამ ჯილდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ნიკას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის მიმართ მისი დამოკიდებულება და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ ამგვარი განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც - დამსახურებული. შემთხვევითი არც ისაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნიკა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დააჯილდოვა. წარმატებები ნიკას და გამარჯვება მის ბრძოლაში თავისუფლებისთვის!", - წერს არახამია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press