Foto

პოლონეთს პრემიერი - პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ „ვაგნერის“ ჯგუფზე კონტროლს კრემლი გადაიბარებს და ეს მას უფრო საშიშს გახდის

ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ „ვაგნერის“ ჯგუფზე კონტროლს უშუალოდ კრემლი გადაიბარებს და ეს მას პოტენციურად უფრო საშიშს გახდის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ, „ვაგნერის“ ჯგუფი შემდგომშიკიდევ უფრო იქნება გამოყენებული პროვოკაციებისთვის, შანტაჟისა და თავდასხმებისთვის.

„ვაგნერის“ ჯგუფი უშუალოდ პუტინის ხელმძღვანელობის ქვეშ გადავა. ყველამ თავად უპასუხოს კითხვას: საფრთხე გაიზრდება თუ შემცირდება? ჩემთვის ეს საკითხი რიტორიკულია“, - განაცხადა მორავეცკიმ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. "როსავიაციამ" დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.