Foto

პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პუტინმა სამძიმარი გამოთქვა

ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და ვაგნერის ლიდერების სიკვდილის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი მომხდარს გამოეხმაურა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ პრიგოჟინი "ნიჭიერი ბიზნესმენი" იყო, მაგრამ დასძინა, რომ მან ცხოვრებაში რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახებს. ეს ყოველთვის ტრაგედიაა", - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერში, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. "როსავიაციამ" დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, 9 ადამიანთან ერთად ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.