საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ქვეყნისთვის ისტორიული მსოფლიო თასისთვის ემზადება. 2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატის მასპინძელი ერთდროულად სამი ქვეყანა- ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნება. ჩემპიონატში მონაწილე 32 რჩეული ნაკრები რვა 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობს.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მოვლენის მნიშვნელობასა და წინასწარ მოლოდინებს.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პირველ თამაშს 26 აგვისტოს, 12:00 საათზე გამართავს და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება, შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე, სლოვენიასთან ჩატარდება; 30 აგვისტოს, 12:00 საათზე კი ეროვნული ნაკრები ვენესუელას დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პირველობისთვის 12 კალათბურთელი იბრძოლებს. შემადგენლობა ასე გამოიყურება:
იმისთვის რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს და ეს ისტორიული დღე კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ, „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, თბილისის სპორტის სასახლეში, 26 და 28 აგვისტოს თამაშების ღია ჩვენება გაიმართება. დასწრება თავისუფალია. გულშემატკივრებს ადგილზე დაგხვდებათ ბევრი აქტივობა, შეთავაზება და სამახსოვრო საჩუქრები.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press