Foto

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა BBC ავრცელებს.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ვასილის კიკილიასის თქმით, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, პარნიტას მთაზე ხანძრის ახალი კერების გაჩენის რამდენიმე მცდელობა იყო. ცეცხლის გაჩენის შემთხვევებს საბერძნეთის პოლიცია და სადაზვერვო სამსახური იძიებენ.

„თქვენ ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიხართ. ცეცხლის წამკიდებელი არამზადები აჩენენ ცეცხლს, რომელიც ემუქრება ტყეებს, საკუთრებას და, რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლეს. თქვენ ეს არ შეგრჩებათ. ჩვენ გიპოვით და პასუხს გაგებინებთ“, - განაცხადა კიკილიასმა.

ცნობისთვის, საბერძნეთში, სტიქიას მიმდინარე კვირაში 20 ადამიანი ემსხვერპლა.