უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ალექსანდრე ხუსკივაძე, 33 წლის ასაკში, კიევში გულის შეტევით დაიღუპა.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი, რომეო ფარულავა აცხადებს, ალექსანდრე უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, მათ შორის ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა იზიუმი, სოლედარი და ბახმუტი.
"ქართველი გმირი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე, ალექსი ხუსკივაძე, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე, აქვს ბრძოლებში მონაწილეობა მიღებული იზიუმში, სოლედარში ბახმუტში[...] უმაგრესი ადამიანი, უმაგრესი მებრძოლი, პროფესიონალი თავის საქმეში, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ქალაქ კიევში გულის შეტევით გარდაიცვალა", - აცხადებს რომეი ფარულავა "მთავარ არხთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ სამხედრო აგრესიას 53 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press