დასავლელი ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში კრემლის ბრძანებით დაიღუპა, აბსოლუტური სიცრუეა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აუცილებელია, კონკრეტული ტესტის შედეგებს დაელოდონ და თემით სპეკულაცია არ მოხდეს.
„ახლა დიდი სპეკულაციაა თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და თვითმფრინავის მგზავრების, მათ შორის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ყველა ეს სპეკულაცია ცნობილი კუთხით არის წარმოდგენილი. ეს ყველაფერი აბსოლუტურად სიცრუეა და ამ საკითხის გაშუქებისას აუცილებელია ფაქტებზე დაყრდნობა. ჯერ ბევრი ფაქტი არ არის, ეს საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობისას უნდა დადგინდეს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press