პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინის უსაფრთხოება მას არ უნდა უზრუნველყო.
"თუ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ: მე არ უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე - ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქამდე ორჯერ მივედით. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიდიოდა, მაშინ, როცა მოსკოვში მიდიოდნენ. მე ვუთხარი: "ჟენია, ხვდები, რომ ხალხს მოკლავ და თავადაც მოკვდები?". მან თქვა: "კარგი, მოვკვდები". მე ვუთხარი: "ჟენია, გამოგიგზავნი თოკს და საპონს". მან მიპასუხა: "არა, არა, არა. არ მინდა, ასე მოვკვდე. გმირულად მოვკვდები". ეს იყო პირველი საუბარი, მეორედ კი ჩემთან დიმა უტკინთან ერთად მოვიდა",- განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press