აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქში კერძო კომპანია "ვაგნერის" ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან ერთად თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დადგენას ცდილობს.
"მე არ შემიძლია, ამაზე დაზუსტებით საუბარი... ვცდილობთ ზუსტად დავადგინოთ, მაგრამ არაფერი მაქვს სათქმელი", - განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე ბაიდენმა განაცხადა, რომ "რუსეთში ცოტა რამ ხდება, პუტინის გარეშე".
შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, დაახლოებით 18:20 საათზე, რუსეთის ტვერის რეგიონში, კერძო თვითმფრინავი Embraer ჩამოვარდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ირწმუნება, რომ ბორტზე, დადასტურებული ცნობით, სამხედრო გაერთიანება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press