რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფების, "ვაგნერის" წევრებს უბრძანა, ხელი მოაწერონ სახელმწიფოს ერთგულების ფიცს.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნულ განკარგულებას ხელი ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა.
დოკუმენტში წერია, რომ ყველა, ვინც სამხედროების სახელით უკრაინაში რაიმე ტიპის ქმედებას ახორციელებს, ვალდებულია, რუსეთისადმი ერთგულების ფიცი ოფიციალურად დადოს.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, დაახლოებით 18:20 საათზე, რუსეთის ტვერის რეგიონში, კერძო თვითმფრინავი Embraer ჩამოვარდა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ირწმუნება, რომ ბორტზე, დადასტურებული ცნობით, სამხედრო გაერთიანება "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press