რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენ პაველ ასტრახოვი, საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. მედიის თქმით, შემთხვევა 25 აგვისტოს მოხდა.
"სომხეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად ფილმებისთვის "ახალი კიდობნისა" და "წარღვნისთვის" მასალების გადაღების შემდეგ, ჩვენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს ვკვეთდით, რომ ტრანზიტული გზით თურქეთში წავსულიყავით არარატთან, სადაც ასევე იგეგმებოდა გადაღებების გაგრძელება. მაგრამ საქართველოს საზღვართან მესაზღვრეებმა უკანონოდ და უმიზეზოდ გაგვაჩერეს, თითქმის 7 საათის განმავლობაში, დოკუმენტების ჩამორთმევითა და პირადი ნივთების ჩხრეკით. ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ხელი მოგვეწერა ქართულ და ინგლისურენოვან პროტოკოლზე. საბოლოოდ კი, ფილმის რეჟისორთან ერთად საერთოდ შეშვებაზე გვითხრეს უარი",- განაცხადა ასტრახანოვმა.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press