2024 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ომის მიუხედავად, შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი უკრაინას ფინანსურად დაეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ისეთი დემოკრატიული პროცესის აკრძალვა, როგორიც არჩევნებია, შეუძლებელია და გამოთქვამს მზაობას პარლამენტთან ერთად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
"ჩვენ ვიცავთ დემოკრატიასა და ჩვენს მიწას. ამიტომაც განიხილება არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის აკრძალვაც შეუძლებელია. (არჩევნების ჩასატარებლად) ჩვენ გვჭირდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და თუ ჩვენი პარლამენტის წევრები მზად არიან, უნდა დავიწყოთ სწრაფი მოქმედება
არ მსურს გამოვჩნდეთ ისე, თითქოს ძალაუფლებას ვებღაუჭებით. ძალიან მსურს, რომ მომავალ წელს შევძლოთ არჩევნების ჩატარება", - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press