რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
როგორც პროკუდინი აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სოფელ სადოვოესზე იერიში ჭურვებით მიიტანეს, რის შედეგადაც დაიღუპა 63 წლის ქალი, ხოლო 58 წლის კაცმა მრავლობითი ჭრილობა მიიღო, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"რუსეთის მიერ სოფელ სადოვოეს დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. დაახლოებით დილის 10:40 საათზე, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ კორპუსს ჭურვები დაუშინეს.
სამწუხაროდ, ეზოში მყოფი 63 წლის ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა. 58 წლის კაცი მრავლობითი ჭრილობით საავამყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა", - აღნიშნავს პროკუდინი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press