პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების დაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელარუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული სამხედროების ყოფნის გამო.
"პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის საზღვართან კრიტიკული ინციდენტის შემთხვევაში, საზღვრებს ერთდროულად დაკეტავენ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საზღვართან მოხდება აღნიშნული ინციდენტი, საზღვრები ავტომატურად ყველგან დაიკეტება.
ჩვენ მინსკის ხელისუფლებას და ვაგნერის ჯგუფის მმართველობას მოვუწოდებთ, ვაგნერელებმა სასწრაფოდ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია", - განაცხადა პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press