ევროკავშირი „შესაძლოა“ გარდაიქმნას „სხვადასხვასიჩქარიან“ კავშირად, რადგან ის განიხილავს უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება რეფორმა, თუ მას სურს ახალი ქვეყნების ინტეგრირება და კონსენსუსის მიღება 30-ზე მეტ წევრ ქვეყანასთან.
„რისკი არის ფიქრი, რომ ჩვენ შეგვიძლია გაფართოება რეფორმების გარეშე. შემიძლია, დავამოწმო, რომ ევროპისთვის რთულია 27 წევრით სენსიტიურ თემებზე წინსვლა. 32 ან 35 წევრით ეს უფრო რთული იქნება. ჩვენ დაგვჭირდება გამბედაობა, რომ მივიღოთ მეტი ინტეგრაცია ზოგიერთ სფეროში და შესაძლოა, სხვადასხვასიჩქარიანი ევროპაც კი“, - განაცხადა მაკრონმა.
ცნობისთვის, გამოცემა Politico წერს, რომ, რამდენიმე ფრანგი ოფიციალური პირის თქმით, მაკრონის მთავრობა მუშაობს რამდენიმე წინადადებაზე „სხვადასხვასიჩქარიანი“ ევროპისთვის, რომელიც მოიცავს წევრი ქვეყნების არაფორმალური ჯგუფების შექმნას, რომლებიც იმუშავებენ პოლიტიკის კონკრეტულ სფეროებზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press