შარლ მიშელის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს და მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე - ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქართველი ხალხის გასაშვები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს არ ყოფილა და ამ ფონზე მმართველი პარტია “კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებას ახდენს”.
„ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არ ყოფილა არასდროს და ჩვენდა საწმუხაროდ ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ კანდიდატის სტატუსს და რომელიც აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას, მიხუედავად უთანასწორო, მათ შორის საარჩევნო გარემოსა, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს სტატუსს. რაც შეეხება შარლ მიშელის განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია არის მოსაშორებელი. მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე - ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქარტველი ხალხის გასაშვები”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, როდესაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას დაასრულებს.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press