რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
კარასინის თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება.
"რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა დონეზე და ყველა მის ხელთ არსებული კონტაქტებით, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების მიმართულებით წინ წაიწიონ. ეს საკითხი არ არის იოლი. იმიტომ რომ არის მეორე მხარე, ვგულისმობ კოლექტიურ დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს [ქვეყნებს], თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის... ხელის ერთი გატკაცუნებით ეს არ მოხდება, მაგრამ მიღწევადია“,- განაცხადა კარასინმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press