რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე უკრაინაში 17 206 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
"2023 წლის 1-დან 27 აგვისტომდე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის (OHCHR) ოფისმა დააფიქსირა 585 მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპული უკრაინაში: დაიღუპა 108 (65 მამაკაცი, 34 ქალი, 3 გოგონა, 2 ბიჭი, ასევე 4 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია) და დაშავდა 477 (196 მამაკაცი, 148 ქალი, 9 ბიჭი, 7 გოგონა, ასევე 3 ბავშვი და 114 ზრდასრული, რომელთა სქესი ჯერ უცნობია).",- აღნიშნულია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ დადასტურებულ ინფორმაციას და დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რიცხვები შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა დადასტურებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press