ვატიკანი რომის პაპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე უკრაინული მხარის კრიტიკას პასუხობს.
საუბარია რომის პაპის იმ განცხადებაზე, რომლითაც მან რუსეთის ახალგაზრდებს მიმართა, მათ წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის“ და უდიდესი განათლების, კულტურისა და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, პაპი ფრანცისკეს აღნიშნული მიმართვა, იმპერიალისტური პროპაგანდის ტოლფასია.
ვატიკანი უკრაინის საგარეო უწყებას განუმარტავს, რომ რომის პაპმა რუს ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები, რაც "არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება".
„რომის პაპი მოუწოდებდა ახალგაზრდებს, შეინარჩუნონ და განავითარონ რუსეთის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დადებითი მხარეები. ეს ნამდვილად არ არის იმპერიალისტური ლოგიკისა და სახელმწიფო მოღვაწეების ქება“, - განაცხადეს ვატიკანში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press