Foto

Bloomberg - დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პუტინი საზღვარგარეთ პირველად წავა

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად იმოგზაურებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

Bloomgerg-ის ინფორმაციით, პუტინი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი.

გავრცელებული ვერსიით, პუტინმა მიწვევა პირადად ჩინეთის პრეზიდენტისგან, სი ძინპინისგან მიიღო.

გამოცემის წყაროების თქმით, "პუტინი მზადაა, მხოლოდ იმ ქვეყნებს ესტუმროს, სადაც მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება გარანტირებული, ჩინეთი კი ასეთი ქვეყანაა".

შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.