Foto

ორბანი - უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგების შანსი არ აქვს, დონალდ ტრამპი დასავლეთის ერთადერთი იმედია

უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგების შანსი არ აქვს, ხოლო დონალდ ტრამპი კი დასავლეთის ერთადერთი იმედია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ამერიკელ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი სულ უფრო და უფრო ძლიერდება, უკრაინის ნატოში გაწევრიანება კი ამ მომენტში რეალური წინადადება არ არის.

„ჩვენ ხელიდან გავუშვით უკრაინის ნატოში მიღების ისტორიული შესაძლებლობა. რუსეთი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. უკრაინის ნატოში გაწევრიანება ამ მომენტში რეალური წინადადება არ არის, ასე რომ დაივიწყეთ“, - განაცხადა ორბანმა.