Foto

კრემლი - შესაძლოა ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს

გამოძიება განიხილავს ვერსიას, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა კატასტროფის გამოძიებაში საერთაშორისო ორგანიზაცია, პესკოვმა განაცხადა, რომ ჯერ რუსეთში გამოძიებას დასკვნები არ გაუკეთებია.

"აშკარაა, რომ განიხილება სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ვერსია - იცით, რაზე ვსაუბრობთ - ვთქვათ, მიზანმიმართულ დანაშაული", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, კერძო თვითმფრინავი Embraer, რომელზეც ვაგნერის დამფუძნებელი იმყოფებოდა და მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 23 აგვისტოს ჩამოვარდა. 

ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი .