Foto

რუმინეთი და ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების ერთობლივ საწვრთნელ ბაზას გახსნიან

რუმინეთი და ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების ერთობლივ საწვრთნელ ბაზას გახსნიან. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას ხელი 29 აგვისტოს მოეწერა.

ბაზა, რომელიც რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსდება, უკრაინელი პილოტები ახალი საბრძოლო თვითმფრინავების მართვას ისწავლიან. 

''მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდებმა გამოავლინოს უკრაინის ერთიანობა და მისი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდებმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი მფრინავები რუმინეთში მომზადებას გაივლიან, F-16 თვითმფრინავების სამართავად'', - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა.