Foto

პოდოლიაკი - ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და მისი შეჩერება შეუძლებელია

ფსკოვზე დარტყმები მიუთითებს, რომ ომი ტერორისტული ქვეყნის ტერიტორიაზე გადადის და ეს პროცესი შეუქცევადია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა არ არღვევს ვალდებულებას და მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს თავდაცვითი ომის პრინციპების ფარგლებში იყენებს.

"ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადადის და მისი შეჩერება შეუძლებელია. ეს არის დაკარგული ფრონტის კომპონენტის შედეგი (რუსეთი დიდი ხანია იბრძვის მხოლოდ რაოდენობით და მხოლოდ თავდაცვაში, მიუხედავად ყველა პროპაგანდისტული მითისა) და რეგიონებში ძალაუფლების კონტროლის რეალისტური სისტემების არარსებობის (მათ შორის საჰაერო თავდაცვის ჩათვლით)", - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რუსეთის ფსკოვის აეროდრომზე ღამით დრონებით შეტევის შედეგად il-76 ტიპის თვითმფრინავები დაზიანდა.