თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა შავი ზღვის ინიციატივის აღდგენის ბოლო შანსი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, სექტემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვე იქნება მარცვლეულის ინიციატივისა და მშვიდობის ფორმულისთვის.
"ჩვენ ვიცით, რომ ახლო მომავალში, ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება. და ეს, ფაქტობრივად, ბოლო შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ გავარკვიოთ, დაუბრუნდება რუსეთი ინიციატივას თუ არა.
პარალელურად, უკრაინა ალტერნატიული საზღვაო გზის განვითარებას განაგრძობს. ახალი მარშრუტის მიხედვით, უკრაინის პორტებიდან გამოსული გემები, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში შედიან. ამ დერეფნით უკვე ორმა უკრაინულმა გემმა ისარგებლა", - განაცხადა კულებამ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press