Foto

სტოლტენბერგი - კონტრშეტევასთან დაკავშირებით უკრაინელებს უნდა ვენდოთ

კონტრშეტევასთან დაკავშირებით უკრაინელებს უნდა ვენდოთ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CNN-საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ჯარებს მტრის შეტევების უკუგდება შეუძლიათ.

„მათ შეუძლიათ რუსების შეტევების უკუგდება, მათ შეუძლიათ ზოგიერთი ძალიან დაცული ტერიტორიის გავლა, კერძოდ, დანაღმული მინდვრების. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ყველამ იცის, რომ ეს რთული ბრძოლაა. მაგრამ, მათ აქვთ მიღწევები, ძალას იკრებენ“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.