Foto

ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი - უკრაინის მხარდაჭერა პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, გრანტ შეპსმა უკრაინის მიმართ დახმარების საკითხზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„მოუთმენლად ველოდები ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც მამაკაცებთან და ქალებთან მუშაობას, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. უკრაინის მხარდაჭერა პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში გაგრძელდება“, - აღნიშნა გრანტ შეპსმა.