"ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.
როგორც მიხაილ როტი აღნიშნავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ, "ქართული ოცნება" ემუქრება.
" "ქართული ოცნება"ემუქრება ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. მე სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ "ქართული ოცნება", საქართველოს ორბანიზაცია + ეს იმპიჩმენტის მცდელობა", - წერს როტი.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
ამასთან ერთად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press