ევროპარლამენტარი ტეის როიტენი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია.
"მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ერთდროულად სასაცილოცაა და სამწუხაროც. მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია", - წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
ამასთან ერთად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press