ვხედავთ როგორ ტოვებენ პარტიას მართლა ღირსეული, პრინციპული ადამიანები, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს პარტიაში... ოპოზიციონერი საქმოსნები კი, რომლებმაც ოპოზიციაში ყოფნა ბიზნესად იქციეს, ყველასა და ყველაფერს "გაურიგდნენ და შეურიგდნენ" და "ოცნების" ჩინოვნკინებისაგან ვერც ქონებით და ვერც ცხოვრების სტილით განასხვავებ, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე მოვლენებს.
მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს თანამებრძოლების დევნაში ადანაშაულებს და პარალელებს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ავლებს.
"გუშინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა იმედა კევლიშვილმა, თელავის საკრებულოს წევრმა, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლმა, პარტიის წევრმა 2002 წლიდან; ახალი მენეჯმენტი მიშას თანამებრძოლებს განსხვავებული აზრის გამო დევნის, პარტიის გენერალური მდივნის მოადგილე კი მას სუსს ეძახის....
თუ რამემ შეიძლება გაგამარჯვებინოს ოლიგარქიულ რეჟიმზე, პრინციპულობა, სწორი ღირებულებები და მორალური სიმტკიცეა, ის რისგანაც ყოველდღე იცლება მთავარი ოპოზიციური პარტია. ხოლო ის რითიც პარტია ივსება - არის ისეთი მანკიერებები, რომელიც გამარჯვებას შეუძლებლად აქცევს და რომელიც გარანტირებულად ტოვებს "ოცნებას" ხელისუფლებაში, მიშას კი ციხეში.
სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება რომ, რასაც ვამბობთ იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა... დღეს კი მთავარი ოპოზიციური პარტია რამით თუ უწევს კონკურენციას "ქართულ ოცნებას" - სიტყვის გაუფასურებაა:
დაპირება - დაპირებისთვის და არა შესრულებისთვის ერთობა- სიისთვის (იდეისა და პრინციპების გარეშე) ამის ფონზე, ვხედავთ როგორ ტოვებენ პარტიას მართლა ღირსეული, პრინციპული ადამიანები, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს პარტიაში... ოპოზიციონერი საქმოსნები კი, რომლებმაც ოპოზიციაში ყოფნა ბიზნესად იქციეს, ყველასა და ყველაფერს "გაურიგდნენ და შეურიგდნენ" და "ოცნების" ჩინოვნკინებისაგან ვერც ქონებით და ვერც ცხოვრების სტილით განასხვავებ - გვეუბნებიან, რომ თურმე ეს ხალხი მოღალატეა, გვეუბნებიან და ამ დროს ხელს ართმევენ ყველას ვინც პარტიას უღალატა 2012 წლიდან დღემდე.
იმისთვის რომ შეცვალო ხელისუფლება, უნდა იყო უკეთესი ალტერნატივა, რითი სჯობს დღეს ეს "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებას" ? განსხვავებული აზრის დევნით, არაფორმალური მართვით, პოლიტიკის ფულის შოვნის საშუალებად ქცევით, ისე ემსგავსება - მხოლოდ ლოგოს ფერი თუ დარჩა განსხვავება", - წერს ნიკა მელია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press