ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.
"დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია, რადგან სამწუხაროდ, ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა მიყვება შეხედულებას, რომ ისე უნდა გაუმკლავდეს განსხვავებულ აზრს და ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, როგორც ამას პუტინი აკეთებს. მათ მოსწონთ, პოლიტიკური ლანდშტაფტიდან დაუყოვნებლივ ამოიღონ ყველა, როგორც კი შეძლებენ. იგივე გაუკეთეს სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დარჩეს მარტო, როგორც ეს პუტინმა გააკეთა რუსეთში. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება.
საქართველოში პროცესი მიდის, როგორც დიდი გამარჯვება კრემლისთვის. პერიოდულად, თვალს ვადევნებ კრემლის პროპაგანდას და ისინი ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრობენ. პრეზიდენტზე ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ჩანს ისე, რომ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ მოსკოვის ხაზს მიჰყვებიან", - განაცხადა იუკნევიჩიენემ.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
ამასთან ერთად, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press