პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება ახლა არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
კრამონის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "კულისებიდან მართავს მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს".
"პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება ახლა არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე. პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ გამართოს შეხვედრები ქართველი ხალხის სახელით და მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის ლობირება დასავლეთში. ასე რომ, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი.
ბიძინა ივანიშვილი არ არის ხალხის მიერ არჩეული ფიგურა, ის კულისებიდან მართავს მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს და ეს ძალიან ცუდია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს არის ერთი მდიდარი ადამიანი, რომელსაც არა აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, მაგრამ ფულისა და გავლენების წყალობით აკონტროლებს უწყებებს, ეს კი ვერ დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციას. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მე ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში იქნება ძალიან აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა",- განაცხადა კრამონმა.
ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press