ოქტომბერში გამოქვეყნებული იქნება ანგარიში და წლის წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველებმა 2008 წელს გადაიხადეს დიდი საფასური და იმსახურებენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან "ისინი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპელები არიან".
"ოქტომბერში გამოქვეყნებული იქნება ანგარიში და წლის წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა. მომენტი, როდესაც წესით მთავრობა უნდა აორმაგებდეს ძალისხმევას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით ისარგებლოს. ევროკავშირი ნათლად აცხადებს, რა არის საჭირო - მედიაპლურალიზმი, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია. ეს არის კრიტიკული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას. ქართველებმა 2008 წელს გადაიხადეს დიდი საფასური და ისინი იმსახურებენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ისინი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპელები არიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ სადავეები საქართველომ საკუთარ ხელში უნდა აიღოს", - განაცხადა კარპენტერმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press