გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე უკრაინელებმა 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთო ჯამში, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს და აღნიშნავს, რომ შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლის მიმართულებით გრძელდება.
"გასულ კვირას ბახმუტის ფლანგზე 3 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ. საერთო ჯამში, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 47 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები სამხრეთით პროგრესირებენ. უკრაინული ძალების შეტევითი ოპერაციები მელიტოპოლის მიმართულებით გრძელდება", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press