ვფიქრობ, საქართველოს მთავარი პრობლემა არის პოლარიზაცია, - ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.
როგორც ვოლკერი აღნიშნავს, საქართველოში ადამიანები საკუთარი პარტიების სახელით საუბრობენ, ყველა ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სურს, მაგრამ ამ საკითხზე ერთად მუშაობა არ შეუძლიათ.
"ვფიქრობ, საქართველოს მთავარი პრობლემა არის პოლარიზაცია, ანუ ის, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. თუ სიტუაციას გვერდიდან შეხედავ, დაინახავ, რომ საქართველოს აშკარა ინტერესებშია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც ქვეყანას უფრო წარმატებულად აქცევს და გაამდიდრებს. ასე მოხდა ევროპულ ქვეყნებში. საქართველოში კი ადამიანები საკუთარი პარტიების სახელით საუბრობენ, ყველა ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სურს, მაგრამ ამ საკითხზე ერთად მუშაობა არ შეუძლიათ", - განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press