Foto

პარლამენტში საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება

18 სექტემბრიდან პარლამენტში შესასვლელი საშვისა და შესვლის პირობებში ცვლილებები ამოქმედდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება.

"ეს არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა. მისი მთავარი არსი არის როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო, ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში მოვიყვანეთ, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. ცვლილება ამოქმედდება 18 სექტემბრიდან.

როგორც აქამდე, როგორც პარლამენტის წევრებს, ასევე აპარატის შესაბამის წევრებს, ვისაც საშვის დაშვების უფლება აქვთ, ისინი კვლავ დაუშვებენ საშვებს. საშვთა ბიურო იმუშავებს 9 საათამდე, ნაცვლად 7-საათისა. ასევე შემოდის საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითების ვალდებულება - კერძოდ, შეხვედრა თუ ღონისძიება", - განაცხადა პაპუაშვილმა.