Foto

ISW - უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მახლობლად დაწინაურდნენ

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მახლობლად დაწინაურდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2 და 3 სექტემბრის გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები კლიშივკას სამხრეთ ნაწილს აკონტროლებენ

"უკრაინის ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და 3 სექტემბერს, ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ. ამასთან, უკრაინული ძალები მელიტოპოლის მიმართულებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.

2 და 3 სექტემბრის გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები კლიშივკას სამხრეთ ნაწილს აკონტროლებენ. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ვერბოვეს მიმართულებით (ორეხოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ) წარმატებას მიაღწიეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.