Foto

ერდოღანი - „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინამ თავისი პოზიცია უნდა შეარბილოს

„მარცვლეულის შეთანხმებს“ აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინამ თავისი პოზიცია უნდა შეარბილოს, - ამის შესახებ სოჭში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, რომ რუსეთსა და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდეთ.

„უკრაინამ განსაკუთრებით უნდა შეარბილოს თავისი მიდგომები, რათა შესაძლებელი იყოს რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ერდოღანმა.