უკრაინულმა ძალებმა ფრონტის ვერცერთ სექტორში წარმატებას ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ობიექტებს და ამ თავდასხმებს სამხედრო გამარჯვებად წარმოაჩენენ.
"ე.წ. კონტრშეტევის დროს უკრაინის ხელმძღვანელობამ ვერცერთი მიმართულებით ვერ მიაღწია დასახულ მიზანს. უკრაინის ხელისუფლება სასოწარკვეთილად ცდილობს, დასავლელ კურატორებს შეტევითი ოპერაციების გარკვეული წარმატება მაინც აჩვენოს, რათა შემდგომ სამხედრო და ეკონომიკური დახმარება მიიღოს, რომელიც მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.
ზაპოროჟიეს მიმართულებით ვითარება ყველაზე დაძაბულია. უკრაინელი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ობიექტებს და ამ თავდასხმებს სამხედრო გამარჯვებად წარმოაჩენენ", - განაცხადა შოიგუმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press