გერმანიამ უკრაინას Gepard-ის საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ახლად წარმოებული ჭურვების პირველი პარტია გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საბრძოლო მასალა კომპანია Rheinmetall-ის ახალ საწარმოო ხაზზეა დამზადებული.
"უკრაინის ომი თითქმის ყოველდღე გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვა დამოკიდებულია საჰაერო თავდაცვაზე და საბრძოლო მასალის საკმარის რაოდენობაზე. Gepard საბრძოლო მასალის წარმოების განახლებით, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ზუსტად ამ ორ მნიშვნელოვან ასპექტზე", - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
ცნობისთვის, კომპანია Rheinmetall უკრაინისთვის Gepard-ებისთვის საჭირო 300 000 ჭურვის მიწოდებას გეგმავს, რომელიც დრონების ჩამოსაგდებად არის განკუთვნილი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press