უკრაინის რადამ ოლექსეი რეზნიკოვის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 327-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მედიის ცნობითვე, აღნიშნულ პოსტზე რეზნიკოვს რუსტემ უმეროვი ჩაანაცვლებს.
ცნობისთვის, 3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, 4 სექტემბერს, ოლექსეი რეზნიკოვმა თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკრაინის რადას მიმართა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press