Foto

ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე - სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ჰორიზონტზე მშვიდობის დამყარების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს

სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ჰორიზონტზე მშვიდობის დამყარების არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, თურქეთი ომის დაწყების პირველივე დღიდან მშვიდობის, დიალოგისა და დიპლომატიის მომხრე იყო.

„ვმუშაობდით, რომ სისხლისღვრა შეგვეჩერებინა. იმის ნაცვლად, რომ პრობლემა გაგვეღრმავებინა და ცეცხლზე ნავთი დაგვესხა, შევეცადეთ, მხარეები ერთმანეთს შევახვედროთ. სამწუხაროდ, ომი, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, ისევ გრძელდება“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.