ომის პირობებში არჩევნების ჩატარება ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ხმის მიცემის უფლება ყველა მოქალაქისთვის, რისი გაკეთებაც ომის ასეთ აქტიურ ფაზაში შეუძლებელია.
„რუსეთს არ შესწევს უნარი, სამხედრო გზით დაამარცხოს ჩვენი ქვეყანა. მათ ერთადერთი სიტუაცია რჩებათ - ჩვენი [ქვეყნის] შიდა დესტაბილიზაციის საკითხი. გაითვალისწინეთ, რომ არჩევნების ჩატარება იმ პირობებში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, შიდა დესტაბილიზაციის საკითხია. რატომ? რა არის არჩევნები, პირველ რიგში? ეს არის პლატფორმების შეჯიბრი, ეს არის უზარმაზარი დებატები, ეს არის იმის გარკვევა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა. საუბარია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. წარმოგიდგენიათ როგორ განვითარდება ასეთი დისკუსიები ომის პირობებში?“, - აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press