საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზურაბიშვილის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ჰქონდა.
„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზდიენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“,- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მანამდე ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press