უპირველესად მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ დავადასტურო აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ კიევში მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ბლინკენი აღნიშნავს, უკრაინას კონტრშეტევაში წარმატებები აქვს და ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინის მიმართ დახმარება კვლავ გააგრძელოს.
"უპირველესად მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ დავადასტურო აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას წარმატებები აქვს კონტრშეტევაში და გვინდა კვლავაც გავაგრძელოთ დახმარების გაწევა ამ ქვეყნისთვის არა მხოლოდ მოკლე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა მსგავსი აგრესია აღარასოდეს მოხდეს. გარდა ამისა, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, რომ ქვეყანა აღდგეს ეკონომიკურად, გაძლიერდეს დემოკრატია და ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ ქვეყანა არა მხოლოდ გადარჩება, არამედ წარმატებული იქნება", - განაცხადა ბლინკენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, კიევში დღეს ჩავიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press