უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რადამ უმეროვი გუშინ, 5სექტემბერს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც მას გასული წლის 7 სექტემბრიდან ეკავა. რადამ გუშინვე მხარი დაუჭირა ოლექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.
3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, 4 სექტემბერს, ოლექსეი რეზნიკოვმა თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკრაინის რადას მიმართა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press