როდესაც მსოფლიოში ვინმე კვლავ ცდილობს რაიმე რუსულთან ჰქონდეს საერთო, ეს ამ რეალობაზე თვალის დახუჭვაა. სრული არაადამიანობაა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ, კონსტანტინოვკას დაბომბვას.
მისი თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვმა შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს..
""როდესაც მსოფლიოში ვინმე ჯერ კიდევ ცდილობს რაიმე რუსულთან შეთანხმებას, ეს ნიშნავს ამ რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტების თავხედობა. სიმდაბლის სითამამე. სრული არაადამიანობა.
დონეცკის ოლქის, ქალაქ კოსტიანტინივკაში რუსი ტერორისტების არტილერიამ ამ წუთებში 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩვეულებრივი ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი და ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრი დაჭრილია. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები! ეს რუსული ბოროტება რაც შეიძლება მალე უნდა დავამარცხოთ!",- წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკას ცენტრალური ბაზარი დაბომბეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press