რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანჯელ ტილვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუმინეთი მეტ სიფხიზლეს გამოიჩენს, საქმეში ჩაერთვება მეტი სადამკვირვებლო პუნქტი და საპატრულო რაზმი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მოხდა რუსული თავდასხმების სერია, რომლებიც მიმართული იყო უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურისა და საცავების წინააღმდეგ. ვფიქრობ, მეტი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ გვექნება მეტი სადამკვირვებლო პუნქტი, მეტი პატრული გვეყოლება“, - განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ უკრაინულ პორტებზე რუსეთის თავდასხმის დროს რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press