უკრაინის გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, - ამის შესახებ უკრაინის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა დაიბრუნებს ყგელა იმ პოლიტპატიმარს, რომლებიც დროებით ტყვეობაში იმყოფებიან.
„ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის გამარჯვებისთვის, როდესაც გავათავისუფლებთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ სანტიმეტრსა და თითოეულ ხალხს.
ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ყველას, ვინც, სამწუხაროდ, დროებით ტყვეობაში იმყოფება. ყველა მათგანი - ბავშვები, სამხედრო ტყვეები, პოლიტპატიმრები, მშვიდობიანი მოქალაქეები“, - განაცხადა უმეროვმა.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრად რუსტემ უმეროვი უმაღლესმა რადამ დღეს დაამტკიცა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press