ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე მხარი დაუჭიროს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ არსებული ისტორიული მომენტი უნდა გამოიყენოს.
„ქართველი ხალხი იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს და მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირი მტკიცედ არის მოწოდებული, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული მომენტი“, - წერს სოციალურ ქსელში ჯოზეფ ბორელი და გამოცემა Civil.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუს აზიარებს.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press